ბიოგრაფია
ნუცა თოფურია დაიბადა 1999 წლის 5 დეკემბერს, თბილისში. განათლება მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ნუცა მრავალმხრივი ხელოვანია, რომელიც სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად მუსიკალურ სფეროშიცაა დაკავებული. 2023 წლიდან იგი თეატრის დასის წევრია და მონაწილეობს ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „ხანუმა“ და „მერი პოპინსი“.
თეატრალური საქმიანობის პარალელურად, ნუცა მონაწილეობდა პროექტში „მასტერკლასი“ და ამჟამად თამაშობს სერიალში „მარჯვენა სანაპირო“. ამასთანავე, იგი აქტიური ციფრული კონტენტის შემქმნელია.

