e

სოფიო სებისკვერაძე

მსახიობი

ბიოგრაფია

სოფიო სებისკვერაძე დაიბადა 1981 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანზორ ქუთათელაძის სახელოსნოში დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით, მოგვიანებით კი მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. სოფიოს პროფესიული ინტერესები ასევე მოიცავს ფსიქოლოგიასა და თერაპიას – მან გაიარა არტ-თერაპიის სრული კურსი ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების (PIEC) აკადემიის ცენტრში, რასაც მოჰყვა კვალიფიკაციის ამაღლება საუნდ-ჰილინგისა და ასტრო-ფსიქოლოგიის მიმართულებით.

2013 წლიდან სოფიო სებისკვერაძე სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრია. მისი მდიდარი თეატრალური რეპერტუარიდან აღსანიშნავია როლები სპექტაკლებში: „რომეო და ჯულიეტა“ (ჯულიეტა), „თოლია“ (არკაძინა), „მეფე ლირი“ (მასხარა), „ტიტუსი“ (ლავინია), „ბრუტუსი“ (სერვილია), „ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი“ (დორა), „ჯალათები“ (შირლი). და სხვა.

თეატრის პარალელურად, სოფიო აქტიურად თანამშრომლობს კინოინდუსტრიასთან და ტელევიზიასთან. მონაწილეობდა ფილმებში: „ჭამა და სექსი“, „აღსარება“ და „ყარასტანი“. მისი სატელევიზიო კარიერა მოიცავს როლებს პოპულარულ სერიალებში: „ჩვენს გვერდით“, „ერთხელ საქართველოში“, „ნიკა და ლიკა“, „ჩპს“ და „ქალთა სახეები“.

Contact:

Sofia_sebia@yahoo.com