e

გიორგი გასვიანი

მსახიობი

ბიოგრაფია

გიორგი გასვიანი დაიბადა 1986 წლის 27 ოქტომბერს, სოხუმში. უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (გოგი ქავთარაძის ჯგუფი, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობა). გიორგი გასვიანის პროფესიული კარიერა 2008 წელს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო, 2014 წლის მარტიდან კი იგი სანდრო ახმეტელის თეატრის დასის წევრია.

გიორგი გასვიანის თეატრალური რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ როლებს, როგორიცაა: სენეკა („ტრუსები“), გულთმისანი („იმერული რექვიემი“), ლორენცო („რომეო და ჯულიეტა“), ბრასეტი („ჩარლის დეიდა“), ტრიგორინი („თოლია“), სკოლის დირექტორი („ცუდი გზები“), იულიუს კეისარი („ბრუტუსი“), სატურნინუსი („ტიტუს ანდრონიკუსი“), გენერალი („მშიბზია“), ლომოვი („ხელის თხოვნა“), ბიჭი („მე ის ვარ“), შოშია („თეთრი ბაირაღები“), ფარაჯანოვი („აღსარება, – მე, სერგო ფარაჯანოვი“), პეიერპოინტი („ჯალათები“) და თავადი ფანტიაშვილი („ხანუმა“).

თეატრის პარალელურად, გიორგი აქტიურად მოღვაწეობს ტელემედიაში. 2011 წლიდან იგი ტელეკომპანია „იმედის“ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ვატოს როლს ასრულებდა, ამჟამად კი ამავე არხზე გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანია.

Contact:

Geogasviani@gmail.com