e

ანა ჯავახიშვილი

მსახიობი

ბიოგრაფია

ანა ჯავახიშვილი დაიბადა 1997 წლის 18 ივლისს, თბილისში. განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში, დრამისა და კინოს ფაკულტეტზე. 2024 წლიდან ანა ახმეტელის თეატრის დასის წევრია.

მისი თეატრალური რეპერტუარი მოიცავს მონაწილეობას ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა: „ანე ფრანკის დღიური“, „მერი პოპინსი“ და „აკრძალული თამაშები“. თეატრის პარალელურად, ანა ჯავახიშვილი აქტიურად მოღვაწეობს კინოსა და ტელევიზიაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო აღიარების მქონე ფილმებში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და „უარყოფითი რიცხვები“. ასევე, იგი მონაწილეობდა პოპულარულ სერიალებში: „ჩემი ცოლის დაქალები“, „იდეალური დედა“ და „მისამართის გარეშე“.

Contact:

Anajavakhishvili97@gmail.com