ბიოგრაფია
ანანო გულედანი დაიბადა 1998 წლის 3 აგვისტოს, თბილისში. განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დრამისა და კინოს ფაკულტეტზე. პროფესიული განვითარების ფარგლებში, ანანომ მონაწილეობა მიიღო „ერასმუსის“ გაცვლით პროგრამაში და სწავლა რომის ცეკვის ეროვნულ აკადემიაში (Accademia Nazionale di Danza) განაგრძო.
ანანო გულედანის შემოქმედება მოიცავს მრავალფეროვან სახეებს სხვადასხვა სპექტაკლში, მათ შორის: მარგო ფრანკი („ანე ფრანკის დღიური“), ნატა მეტრეველი („აკრძალული თამაშები“), ლუტკა („ცუდი გზები“), ქალი („ვირთხებზე ნადირობა“) და კალპურნია („ბრუტუსი“).

